28/12/2023 სხდომის დღის წესრიგი (ანონსი)
28 დეკემბერს, 12:00 საათზე, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ჩატარდება 2023 წლის ბოლო სხდომა.
შეგახსენებთ, რომ საკრებულოს სხდომებზე დასწრება თავისუფალია.
სხდომაზე განიხილავენ შემდეგ საკითხებს:
1. მესტიის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ.
2. „მესტიის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 28 დეკემბრის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
3. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე.
4. მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე.
5. მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესისა და ოდენობის დამტკიცების შესახებ.
6. მესტიის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე.
7. მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახების, ბავშვების, ქალების, ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირთა მხარდაჭერის პროგრამის გახორციელების წესის დამტკიცების თაობაზე.
8. მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ.
9. მესტიის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი და ეკონომიურად შეჭირვებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის 2024 წლის მუნიციპალური პროგრამების დამტკიცების შესახებ.
10. მერიის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 9 თვის ანგარიშის შესახებ.
11. მესტიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტი შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ.
12. მერიის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 9 თვის ანგარიშის შესახებ.
13. მესტიის მუნიციპალიტეტის 2024-2027 წლების საშუალოვადიანი განვითარების სტრატეგიის დოკუმენტისა და სამოქმედო გეგმის დამტკიცების თაობაზე.
14. „მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 ნოემბრის N25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
15. „მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 29 იანვრის N8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.