ცხელი ხაზი:+(995) 595 08 95 30 (მიმდინერეობს საიტის განახლება)

სკოლამდელი გაერთიანებების გამგეებისა და აღმზრდელების შეხვედრა დაწესებულების ადმინისტრაციასთან

10 ივლისი, 2024

მესტიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა სკოლამდელი გაერთიანებების გამგეებისა და აღმზრდელების შეხვედრა დაწესებულების ადმინისტრაციასთან 2023-24 სააღმზრდელო-სასწავლო წლების ანგარიშის ჩაბარების მიზნით.

გაერთიანების დირექტორმა ქ. მაია ხერგიანმა დადებითად შეაფასა თითოეული მომხსენებლის ანგარიში. ამასთანავე ისაუბრა იმ პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ, რომელიც, მიუხედავად წარმატებებისა, ჯერ კიდევ არის სისტემაში, ვინაიდან მიმდინარეობს საბავშვო ბაღების ავტორიზაციისათვის მზადება, რაც დამატებით სიახლეებსა და მოვალეობებთანაა დაკავშირებული.

,,ანგარიშების მოსმენა საშუალებას გვაძლევს დავსახოთ შემდგომი გეგმები, რითაც გავაუმჯობესებთ მუშაობის ხარისხი და ჩამოვაყალიბოთ გამართული სისტემა სიახლეების გათვალისწინებით" -განაცხადა მაია ხერგიანმა

შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო ტრენინგს თემაზე ,,ბავშვთა უფლებების დაცვა და რეფერირების პროცედურები სკოლამდელ დაწესებულებებში".

ტრენინგს უძღვებოდა გაერთიანების იურისტი-მარიამ ჩართოლანი.

აღსანიშნავია ბოლო წლების განმავლობაში მესტიის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი დაწესებულებების სფეროში განხორციელებული მნიშვნელოვანი რეფორმები, რის შედეგადაც დღევანდელი მონაცემებით მუნიციპალიტეტის ბაგაბაღებში არსებული მდგომარეობა არის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი.

გააზიარე
https://kampungbahasa.id/kampung/mpo/ https://kampungbahasa.id/wp-includes/updates/ https://motor138.com/ https://rsiaibunda.or.id/rawat-inap/ https://upbuwamena.id/ https://pemudakatolik.or.id/wp-content/uploads/ https://psb.chair-annizomiyah.ponpes.id/ https://perumdatjmsukabumikab.com/ https://kadoplus.com/ https://duo.smkn2bandaaceh.sch.id/ https://ppdb.smkn2bandaaceh.sch.id/ https://bkk.smkn2bandaaceh.sch.id/ slot88 https://fp.unib.ac.id/ https://fikes.unisa-bandung.ac.id/shop/toko/ https://fikes.unisa-bandung.ac.id/shop/sthai/ https://faperta.unib.ac.id/system/sidemo/ https://fp.unib.ac.id/assets/fp-gacor/ https://belajar.smkn1-pkp.sch.id/lib/ http://efurai.niasselatankab.go.id/