ცხელი ხაზი:+(995) 595 08 95 30 (მიმდინერეობს საიტის განახლება)

საკრებულოს სხდომა 27.09.2024 / ანონსი

25 სექტემბერი, 2024

27 სექტემბერს, 12:00 საათზე, საკრებულოში ჩატარდება მორიგი სხდომა.

სხდომაზე განიხილება შემდეგი საკითხები:

1. მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის მეოთხე კვარტლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ.

2. მესტიის მუნიციპალიტეტის ლენჯერის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფელ კაერისა და სოფელ სოლში სახელწოდების არმქონე ცენტრალური ქუჩისათვის არაბული ციფრებით სახელდების შესახებ.

3. „მესტიიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხანძრის, სტიქიის ან/და სიძველის შედეგად

დაზიანებული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის ხელშეწყობის პროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის

საკრებულოს 2024 წლის 30 აგვისტოს №11დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

4. „მესტიის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023

წლის 29 დეკემბრის N 34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

5. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის ანგარიში 2024 წლის 6 თვეში გაწეული საქმიანობის შესახებ.

შეგახსენებთ საკრებულოს სხდომებზე დასწრება თავისუფალია.

მისამართი: სეტის მოედანი N1, ადმინისტრაციული შენობის პირველი სართული

დასაწყისი 12:00 სთ.

გააზიარე