მესტიის მუნიციპალიტეტის მერიაში ანაზღაურებადი სტაჟირების სამთავრობო პროგრამა დაიწყო!
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 2025 წლის პირველი სექტემბრიდან საჯარო დაწესებულებებში, ასევე, საჯარო დაწესებულებების სისტემაში შემავალ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში, სამთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი ცხადდება.
სტაჟირების მსურველებს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებადი ვებგვერდის – www.hr.gov.ge-ის მეშვეობით, სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება შეუძლიათ პირველი სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით.
მესტიის მუნიციპალიტეტის მერიაში სტაჟირება შეიძლება გაიარონ შემდეგ პოზიციებზე:
♦ ზედამხედველობისა და მუნიციპალური ინსპექციის სამსახურის-მუნიციპალური ინსპექციის განყოფილების სტაჟიორი
♦ ინფრასტრუქტურის განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის კეთილმოწყობის განყოფილების სტაჟიორი
♦ საფინანსო სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური განყოფილების სტაჟიორი
♦ ინფრასტრუქტურის განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის, პროექტების მართვის განყოფილების სტაჟიორი