ცხელი ხაზი:+(995) 595 08 95 30

სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში იძულებით გადაადგილებული პირების განაცხადების მიღება დაიწყო

28 იანვარი, 2026

გაცნობებთ, რომ სსიპ - დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ დაიწყო „სასათბურე მეურნეობების მხარდაჭერის საგრანტო პროგრამის“ განხორციელება, რომლის ფარგლებში, დევნილებისა და ეკომიგრანტებისათვის, საკარმიდამო მიწის ნაკვეთებზე აშენდება 80, 120 ან 160 კვ.მ. ზომის სათბურები. განაცხადები მიიღება 2026 წლის 23 იანვრიდან 12 თებერვლის ჩათვლით.

პროგრამა ვრცელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით და მონაწილეობის მიღება შეუძლია:

1. დევნილს და ეკომიგრანტს (მხოლოდ იმ ეკომიგრანტს, რომელიც განსახლებულია,

ამასთან ეკომიგრანტი არ უნდა ცხოვრობდეს დაზარალების ადგილზე);

2. დევნილს/ეკომიგრანტს, რომელიც არის მინიმუმ 2 არასრულწლოვანი შვილის მშობელი;

3. მიწის ნაკვეთი, სადაც უნდა მოეწყოს სათბური არის განმცხადებლის ან/და მისი ოჯახის წევრის საკუთრება; ამასთან, საკუთრება რეგისტრირებული უნდა იყოს პროგრამის ფარგლებში, განაცხადების მიღების ვადის გამოცხადებამდე;

4. მიწის ნაკვეთი, სადაც უნდა მოეწყოს სათბური არის საკარმიდამო, სადაც განმცხადებელი ცხოვრობს მუდმივად;

5. მიწის ნაკვეთი, სადაც უნდა მოეწყოს სათბური, არის საკმარისი ფართობის სათბურის მოსაწყობად, არ არის მნიშვნელოვნად დაფერდებული, ქვიანი, დაჭაობებული, დაკავებული შენობა-ნაგებობით, ნერგებით და სხვა;

6. განმცხადებლი ან/და მისი ოჯახის წევრი არ არის დაფინანსებული სააგენტოს სასათბურე მეურნეობების პროგრამის ფარგლებში,

7. განმცხადებლი ან/და მისი ოჯახის წევრი, სააგენტოს სხვა პროგრამებში არ არის დაფინანსებული - 2022 და შემდეგ წლებში;

8. განმცხადებლი ან/და მისი ოჯახის წევრი არ არის დაფინანსებული სააგენტოს პროგრამებში 3 000 და მეტი ლარის ღირებულებით (ჯამურად);

9. განმცხადებლი ან/და მისი ოჯახის წევრი არ არის დაფინანსებული სხვა ორგანიზაციების პროგრამებში 10 000 ლარის და მეტი ღირებულებით (ჯამურად);

10. განმცხადებელს/მის ოჯახს საკუთრებაში/თანასაკუთრებაში არ უფიქსირდება 3 ჰექტარი და მეტი ზომის მიწის ნაკვეთი.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად გადადით ბმულზე: hhttps://idp.moh.gov.ge/

ან დარეკეთ ნომერზე: 555 322 332

სასათბურე მეურნეობების მხარდაჭერის პროგრამა 
საგრანტო განაცხადი

გააზიარე