ცხელი ხაზი:+(995) 595 08 95 30

ფოტოგრაფიის 2 წლიან პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამა მესტიაში

17 აპრილი, 2026

როგორც მოგეხსენებათ მესტიის მ.ბ.ხერგიანის სახელობის N2 საჯარო სკოლაში, 2025 წლის სექტემბრიდან მიმდინარეობს სწავლა ფოტოგრაფიის 2 წლიან პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელიც კიდევ ერთი დიდი ნაბიჯია ადგილობრივი მოსწავლეების მრავალმხრივი განვითარებისთვის. ფოტოგრაფიის კოლეჯი გახსნილია მესტიის მეორე საჯარო სკოლის ბაზაზე და სწავლება დაფუძნებულია პრაქტიკულ გამოცდილებაზე. ლექციებს კითხულობენ პროფესიონალი ფოტოგრაფები ნათია ნაკანი (პროგრამის ხელმძღვანელი), ირინა გირგვლიანი და გოგა იოსელიანი. საგანმანათლებლო პროგრამაზე  სწავლა შეუძლიათ მე-11 ან მე-12 კლასელებს, ან იმ ახალგაზრდებს, ვისაც გარკვეული მიზეზების გამო არ დაუმთავრებიათ საჯარო სკოლა და არ აქვთ ატესტატი. აღნიშნული პროგრამის დასრულების შემდეგ  საშუალო განათლების ატესტატთან ერთად გაიცემა ფოტოგრაფიის პროფესიული დიპლომი. დღევანდელ რეალობაში ფოტოგრაფია პერსპექტიული პროფესიაა, რომელიც აერთიანებს ტექნოლოგიას, ესთეტიკას და ინდივიდუალურ ხედვას. მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა, შეისწავლონ ეს მიმართულება თანამედროვე სივრცეში, შესაბამისი ტექნიკითა და პროფესიონალური მიდგომებით.

გააზიარე