ცხელი ხაზი:+(995) 595 08 95 30

პროექტი - „მოგზაურობა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სამყაროში“

29 აპრილი, 2026

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) წარმომადგენლები, მესტიის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებს შეხვდნენ და სააგენტოს მასშტაბური პროექტის „მოგზაურობა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სამყაროში“ შესახებ ლექცია გამართეს.

შეხვედრის მიზანი გახლდათ ადგილობრივ ახალგაზრდებში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების შესახებ ცნობადობის ამაღლება და GITA-ს პროექტებისა და პროგრამების შესახებ ინფორმაციის გავრცელება.

სააგენტოს წარმომადგენლებმა ადგილობრივ ახალგაზრდებს წარუდგინეს ინოვაციების და ტექნოლოგიების ეკოსისტემის შესახებ პრეზენტაცია და შემეცნებითი ლექცია, გააცნეს ასევე სააგენტოს 2026 წლის ღონისძიებების კალენდარი და ყველა პროგრამის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

ღონისძიება დასრულდა 3D მოდელირებისა და ბეჭდვის პრაქტიკული სემინარით.

გააზიარე