ცხელი ხაზი:+(995) 595 08 95 30

საკრებულოს სხდომა 31.07.2026

31 ივლისი, 2026

დღეს, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ჩატარდა სხდომა შემდეგი დღის წესრიგით:

 

1. ა(ა)იპ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების გაერთიანების 2025 წლის საქმიანობის ანგარიშის ცნობად მიღების შესახებ.

 

2. მესტიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის სარგებლობის უფლებით, სსიპ-გარემოს ეროვნული სააგენტოსთვის გადაცემის თაობაზე მესტიის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ. 

 

3. “მესტიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში მდებარე სახელწოდების არმქონე ქუჩების არაბული ციფრებით სახელდების შესახებ” მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 27 ივნისის Nგ-135.135251783 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ.

 

4. მესტიის მუნიციპალიტეტის ლატალის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტის 1-ლი ქუჩისთვის „უბატონოთა ქუჩის“ სახელის მინიჭების თაობაზე მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის თანხმობის მიცემის შესახებ.

გააზიარე