ცხელი ხაზი:+(995) 595 08 95 30

სამუშაო შეხვედრა ახალი საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) სისტემის შესახებ

3 აგვისტო, 2026

გაცნობებთ, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მიმდინარე წლის 5 აგვისტოს 11 საათზე, მესტიის მუნიციპალიტეტის მერიაში დაგეგმილია სამუშაო შეხვედრა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან, რომლის მიზანს სააგენტოში დანერგილი ახალი საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) სისტემის გაცნობა წარმოადგენს, რაც შემდგომში ხელს შეუწყობს უწყებათაშორისი თანამშრომლობის გაძლიერებას და ICT სისტემის შესაძლებლობების ეფექტიანი გამოყენების ხელშეწყობას ადრეული შეტყობინების სისტემის ფარგლებში.

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობის, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) და შვეიცარიის მთავრობის თანადაფინანსებით და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით მიმდინარეობს პროექტი - ,,კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“, რომელიც მიზნად ისახავს კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირებას, ადრეული შეტყობინების სისტემის განვითარებას და მრავალფაქტორიანი საფრთხეების მართვის ეფექტიანი ეროვნული სისტემის დანერგვას.

დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა გაქვთ დაესწროთ სამუშაო შეხვედრას, თქვენი ჩართულობა მნიშვნელოვანია!

 

გააზიარე