ცხელი ხაზი:+(995) 595 08 95 30 (მიმდინერეობს საიტის განახლება)

2022 წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო!

28 თებერვალი, 2022

2022 სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, მესტიის მუნიციპალიტეტისათვის განსაზღვრულია 1 544 000 ლარი.

 

 

შეგახსენებთ, რომ მესტიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში  (გარდა დაბა მესტიისა) სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევა მოხდება დასახლების საერთო კრებებზე (იხ. დასახლების საერთო კრებების გრაფიკი).  შესაძლებლობა გაქვთ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შესარჩევი საპროექტო წინადადების განაცხადი წინასწარ წარადგინოთ თქვენთვის მისაღები ფორმით:

მატერიალური ან/და ზეპირი ფორმით - მესტიის მუნიციპალიტეტის მერიაში (მისამართი: დაბა მესტია, სეტის მოედანი #1; ტელეფონი: +995599721216; +995595089530), ასევე მერის წარმომადგენელთან თქვენს ადმინისტრაციულ ერთეულში.

საპროექტო წინადადების ელექტრონული ფორმით გამოგზავნა შეგიძლიათ შემდეგ მისამართზე: lanamchedliani@gmail.com; gamgeobasazogadoeba@gmail.com.

მოსახლეობის მიერ წარმოდგენილ თითოეულ საპროექტო წინადადებაზე, შესაბამისი სოფლის დასახლების საერთო კრებაზე, ჩატარდება ღია კენჭისყრა და შეირჩევა ხმების მარტივი უმრავლესობით უპირატესი პროექტი. გთხოვთ გაითვალისწინოთ და დასახლების საერთო კრებაზე დასწრების დროს იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, კრებაზე რეგისტრაციის მიზნით.

საპროექტო წინადადებების მიღება იწყება 28 თებერვლიდან და ბოლო ვადა გახლავთ 2022 წლის 11 მარტი, 18:00 საათი.

გთავაზობთ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების კატეგორიებს, რომლებიც განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის დადგენილებით:

  • სასმელი წყლის სისტემები (მათ შორის, ჭაბურღილები, წყალსადენები, სათავე ნაგებობები, გამწმენდი ნაგებობები, ჭა და ა.შ.);
  • სარწყავი სისტემები;
  • სანიაღვრე არხები;
  • ნაპირსამაგრი სამუშაოები;
  • გზები და გზისპირა მოსაცდელები;
  • ხიდები, ცხაურები, ხიდბოგირები, გადასასვლელები;
  • გარე განათება;
  • სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა;
  • სკოლამდელი დაწესებულებები და შესაბამისი ინვენტარი;
  • ამბულატორიის შენობები;
  • სასაფლაოების შეემოღობვა და კეთილმოწყობა;
  • სპორტული ინფრასტრუქტურა, მოედნები და მოედნების ინვენტარი;
  • სკვერები, მათ შორის, საბავშვო სკვერები, შესაბამისი ინვენტარით, აგრეთვე სარეკრეაციო სივრცეები და სველი წერტილები, შესაბამისი ინვენტარით;
  • წისქვილების რეაბილიტაცია და შესაბამისი ინვენტარი;
  • მინიჰესები და შესაბამისი რეაბილიტაცია/აღდგენა.

 

 

 

იხილეთ თანდართული ფაილები: 

გააზიარე