ცხელი ხაზი:+(995) 595 08 95 30 (მიმდინერეობს საიტის განახლება)

2024 წლის სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა იწყება !

7 თებერვალი, 2024

2024 წლის სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, მესტიის მუნიციპალიტეტისათვის განსაზღვრულია 1 574 000 ლარი.

მესტიის მუნიციპალიტეტის 16 ადმინისტრაციული ერთეულის (გარდა დაბა მესტიისა) დასახლებებში გაიმართება დასახლების საერთო კრებების სხდომები, სადაც მოქალაქეები თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას რომელი პროექტი განხორციელდება სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მათი სოფლისთვის განსაზღვრული თანხით.

ნებისმიერ პირს (მიუხედავად მისი რეგისტრაციის ადგილისა, მოქალაქეობისა და ა.შ.) შესაძლებლობა აქვს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შესარჩევი საპროექტო წინადადების განაცხადი  წინასწარ წარადგინოს მისთვის მისაღები ფორმით:

მატერიალური ან/და ზეპირი ფორმით - მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობაში (მისამართი: დაბა მესტია, სეტის მოედანი #1; ტელეფონი: +995599721216) ასევე ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენელთან ან/და განცხადების სახით გააგზავნოს მუნიციპალიტეტის ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით, ე.წ. „მოქალაქის პორტალიდან“;

საპროექტო წინადადების ელექტრონული ფორმით გამოგზავნა შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: lanamchedliani@gmail.com.

წინასწარი საპროექტო წინადადებების მიღება გაგრძელდება 20 თებერვლის 18:00 საათამდე.

მოსახლეობის მიერ წარმოდგენილი თითოეული საპროექტო წინადადება, შესაბამისი სოფლის დასახლების საერთო კრებაზე, განიხილება ცალ-ცალკე, თითოეულზე ჩატარდება ღია კენჭისყრა და შეირჩევა ხმების მარტივი უმრავლესობით უპირატესი პროექტი.

დასახლების საერთო კრების თითოეულ წევრს (დასახლების საერთო კრების წევრებად ითვლება დასახლებაში რეგისტრირებული ყველა ამომრჩეველი) უფლება აქვს, ხელის აწევით გამოხატოს თავისი მხარდაჭერა ერთი ან რამდენიმე საპროექტო წინადადების პროექტის მიმართ.

მოქალაქეებს გთხოვთ, დასახლების საერთო კრებაზე დასწრების დროს აუცილებლად იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, კრებაზე რეგისტრაციის მიზნით.

განსაკუთრებით გთხოვთ თითოეული თემის ახალგაზრდებსა და ქალებს იაქტიუროთ და მიიღოთ მონაწილეობა თქვენი სოფლის დასახლების საერთო კრებაში, რათა მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობით მოხდეს თითოეული დასაფინანსებელი პროექტის შერჩევა.

გთავაზობთ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების კატეგორიებს, რომლებიც განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის დადგენილებით:

  • სასმელი წყლის სისტემები (მათ შორის, ჭაბურღილები, წყალსადენები, სათავე ნაგებობები, გამწმენდი ნაგებობები, ჭა და ა.შ.);
  • სარწყავი სისტემები;
  • სანიაღვრე არხები;
  • ნაპირსამაგრი სამუშაოები;
  • გზები და გზისპირა მოსაცდელები; აგრეთვე, ტროტუარები და გზის შემადგენელი სხვა ინფრასტრუქტურა;
  • ხიდები, ცხაურები, ხიდბოგირები, გადასასვლელები;
  • გარე განათება;
  • სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა;
  • სკოლამდელი დაწესებულებები და შესაბამისი ინვენტარი;
  • ამბულატორიის შენობები;
  • სასაფლაოების შემოღობვა და კეთილმოწყობა;
  • სპორტული ინფრასტრუქტურა, მოედნები და მოედნების ინვენტარი;
  • სკვერები, მათ შორის, საბავშვო სკვერები, შესაბამისი ინვენტარით, აგრეთვე სარეკრეაციო სივრცეები და სველი წერტილები, შესაბამისი ინვენტარით;
  • წისქვილების რეაბილიტაცია და შესაბამისი ინვენტარი;
  • სასაფლაოს შემოღობვა და კეთილმოწყობა;
  • მინი-ჰესები და შესაბამისი რეაბილიტაცია/აღდგენა;
  • გეოგრაფიული ობიექტების სახელდებისა და დამისამართების შესაბამისად, შესაბამისი ნიშნების, აგრეთვე ტურისტული ადგილების მიმანიშნებელი ნიშნების განთავსება.

მესტიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით დასახლების საერთო კრებები იწყება 21 თებერვლიდან.

ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით დასახლების საერთო კრებების გამართვის გრაფიკი შეგიძლიათ იხილეთ ქვემოთ მოცემულ ბმულებზე.

 ⇒ საპროექტო წინადადების ფორმა

 ⇒ დასახლების საერთო კრებების გრაფიკი

გააზიარე
https://kampungbahasa.id/kampung/mpo/ https://kampungbahasa.id/wp-includes/updates/ https://motor138.com/ https://rsiaibunda.or.id/rawat-inap/ https://upbuwamena.id/ https://pemudakatolik.or.id/wp-content/uploads/ https://psb.chair-annizomiyah.ponpes.id/ https://perumdatjmsukabumikab.com/ https://kadoplus.com/ https://duo.smkn2bandaaceh.sch.id/ https://ppdb.smkn2bandaaceh.sch.id/ https://bkk.smkn2bandaaceh.sch.id/ slot88 https://fp.unib.ac.id/ https://fikes.unisa-bandung.ac.id/shop/toko/ https://fikes.unisa-bandung.ac.id/shop/sthai/ https://faperta.unib.ac.id/system/sidemo/ https://fp.unib.ac.id/assets/fp-gacor/ https://belajar.smkn1-pkp.sch.id/lib/ http://efurai.niasselatankab.go.id/