ცხელი ხაზი:+(995) 595 08 95 30 (მიმდინერეობს საიტის განახლება)

21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა

1 აპრილი, 2024

21 მარტს, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მესტიის მუნიციპალიტეტის მერიამ, ორგანიზაცია „ერთად რეალური ცვლილებებისათვის“ ადმინისტრირებაში მყოფი "კახა ფალიანის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრის" ბენეფიციარებს საჩუქრები გადასცა. სასაჩუქრე შეფუთვები სარეაბილიტაციო ცენტრის რეკომენდაციით, თითოეულ ბენეფიციარზე ინდივიდუალურად მორგებული და საჭიროების გათვალისწინებით იყო შერჩეული.

აღნიშნულ ცენტრს მერია ყოველწლიურად სტუმრობს და ცდილობს გაულამაზოს ბავშვებს დღესასწაულები.

სარეაბილიტაციო ცენტრს ასევე სტუმრობდა მესტიის ფოლკლორული ანსამლ „რიჰო“-ს წევრები, რომლებმაც კიდევ უფრო აამაღლეს სადღესასწაულო განწყობა. სიმღერის ფონზე ბავშვებმა ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს.

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ასევე გამწვანების აქცია გაიმართა. მესტიის მე-2 საჯარო სკოლის ორგანიზებით და სარეაბილიტაციო ცენტრის ბენეფიციარების ჩართულობით ეზოში ხეები დარგეს.

წლევანდელი წლის მთავარი გზავნილია „ერთად დავასრულოთ სტერეოტიპები“. დაუნის სინდრომის შესახებ საზოგადოებაში ცნობიერება ყოველწლიურად იზრდება, თუმცა ამ მიმართულებით არსებული სტერეოტიპები ჯერ კიდევ დაუძლეველია. სწორედ ამ სტერეოტიპების დამსხვრევის მიზნით მიმდინარე წელს სარეაბილიტაციო ცენტრთან განთავსებული დღის ცენტრის ბენეფიციარები სხვადასხვა საჯარო ორგანიზაციებს და ბიზნეს დაწესებულებებს ესტუმრნენ. განხორციელებული აქტივობით მათ დაამტკიცეს თავიანთი უსაზღვრო შესაძლებლობები. აქტივობის ამსახველი კადრები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე https://bit.ly/49c0I3I

შეგახსენებთ, რომ მესტიის მუნიციპალიტეტში „კახა ფალიანის სარეაბილიტაციო ცენტრი“ 2019 წელს გაიხსნა. 2024 წლის მონაცემით სარეაბილიტაციო ცენტრში 8 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოზარდი სწავლობს. მათ შორისაა დაუნის სინდრომის მქონე მოზარდები, სადაც მოქმედებს თითოეულ მოსწავლეზე მორგებული განვითარების ინდივიდუალური სწავლების გეგმა.

ცენტრში ფუნქციონირებს, სენსორული თერაპიის ოთახი, ფიზიოთერაპიის კაბინეტი სამკურნალო ვარჯიშებით და შეზელვითი მასაჟებით, განთავსებულია შინ მოვლის და შშმ პირთა რეაბილიტაციის სერვისები.

აღნიშნული სარეაბილიტაციო ცენტრი მესტიის მუნიციპალიტეტის მერის დიდი მონდომებით და ხელშეწყობით გაიხსნა.

#ერთადდავასრულოთსტერეოტიპები

გააზიარე