ცხელი ხაზი:+(995) 595 08 95 30 +(995) 599 85 55 25

ბავშვთა უფლებები და გენდერული თანასწორობის საკითხები

15 ნოემბერი, 2022

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელთა შეხვედრა მესტიის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების გაერთიანების დირექციასა და საბავშვო ბაგა-ბაღების თანამშრომლებთან.

შეხვედრას თემაზე ,,ბავშვთა უფლებები და გენდერული თანასწორობის საკითხები" უძღვებოდნენ სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებების დეპარტამენტის წარმომადგენელი ლიკა ღვინჯილია და გენდერის დეპარტამენტის წარმომადგენელი გვანცა ხარატიშვილი.

ბავშვთა უფლებების დეპარტამენტის მიზანია ბავშვის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის უზრუნველყოფაზე ზედამხედველობა და მათი რეალიზაციის ხელშეწყობა, ასევე ბავშვის უფლებების მიმართ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება.

გენდერის დეპარტამენტი კი ახორციელებს გენდერული თანასწორობის კუთხით ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ზედამხედველობას და ამ კუთხით საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას.

გააზიარე