ცხელი ხაზი:+(995) 595 08 95 30 (მიმდინერეობს საიტის განახლება)

ცხუმარის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება

19 აგვისტო, 2022

მესტიის მუნიციპალიტეტის ცხუმარის ადმინისტრაციულ ერთეულში 2587 მ. სიგრძის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება.

უკვე დაგებულია ასფალტობეტონის საფარი 1,8 კმ-ზე. პროექტის ფარგლებში დასრულდა ნაპირდამცავი გაბიონების მშენებლობის სამუშაოები და სანიაღვრე მილების სათავისების მოწყობა. ასევე მოეწყო საყრდენი კედლები გაბიონში ქვის წყობით და ბაგირი-ზღუდარის მონტაჟი შეღებვით.

ამ ეტაპზე ხორციელდება დარჩენილი გზის ბეტონის საფარის დაგება და კიუვეტების არხის მოწყობის სამუშაოები.

სამშენებლო სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში (NAT200012702) გამარჯვებული კომპანია შპს „ლიდერ +“ ასრულებს.

პროექტი მესტიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან და საქართველოს მთავრობის 2022 წლის 5 აგვისტოს #1398 განკარგულებით, საქართველოს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების

ფონდიდან ფინანსდება და მისი საერთო ღირებულება შეადგენს 4️⃣ 2️⃣7️⃣3️⃣ 0️⃣5️⃣2️⃣ ლარს.

ცხუმარის გზის სამშენებლო სამუშაოები 2020-წელს დაიწყო და 2022 წლის აგვისტოს ბოლოსთვის დასრულდება.

+3

3690

ადამიანი მოიცვა

632

Engagements

პოსტის რეკლამირება

9494

13 კომენტარი

6 გაზიარება

მომწონს

კომენტარის დატოვება

გაზიარება

გააზიარე