ცხელი ხაზი:+(995) 595 08 95 30 (მიმდინერეობს საიტის განახლება)

დაბა მესტიაში თანამედროვე სტანდარტების სამედიცინო ლაბორატორიის ფილიალი გაიხხსნა

1 აპრილი, 2024

დღეს, დაბა მესტიაში თანამედროვე სტანდარტების „მედიქალ ვორლდის ლაბორატორიის“ ფილიალი გაიხსნა.

მესტიის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო ლაბორატორიული სერვისებით სარგებლობა ადგილზევე შეეძლება.

„მედიქალ ვორლდის ლაბორატორიის“ გახსნასთან დაკავშირებით კომპანიის გადაწყვეტილებით მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა უფასო ერთდღიანი აქცია, კერძოდ, 0-დან 18 წლის ასაკის მქონე ყველა პირს უფასოდ ჩაუტარდა კალციუმის, რკინისა და სისხლის საერთო ანალიზი. ასევე უფასოდ ჩაუტარდათ 3 სახის ლაბორატორიული კვლევა შშმ პირებს. ეს კვლევებია: ქოლესტერინის, კრეატინინისა და სისხლის საერთო ანალიზი. აღნიშნული აქციით ასზე მეტმა ბავშვმა ისარგებლა.

აღსანიშნავია, რომ მესტია მე–12 რეგიონული ცენტრია, სადაც „მედიქალ ვორლდის ლაბორატორიის“ ფილიალი ოფიციალურად გაიხსნა და ადგილობრივ მოსახლეობას 1 000-ზე მეტი დასახელების კვლევის ჩატარების საშუალება მიეცემა. მათ შორის, გენეტიკური და ონკოლოგიური კვლევების, რისთვისაც საკვლევი ნიმუშები თურქეთისა და გერმანიის პარტნიორ ლაბორატორიებში იგზავნება.

მესტიის ფილიალის ოფიციალური გახსნის ღონისძიებას ესწრებოდნენ, როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები, ასევე ადგილობრივი მოსახლეობა.

„მედიქალ ვორლდის ლაბორატორია“ საქართველოში 2017 წელს დაფუძნდა, რომელიც უმაღლესი ხარისხის, მსოფლიოს წამყვანი ბრენდების ავტომატიზებული ანალიზატორებითა და რეაგენტებითაა აღჭურვილი. ამასთან, ბრიტანული ხარისხის სერტიფიკატის მფლობელი კომპანია დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური კადრებით, რაც უზრუნველყოფს ანალიზების სიზუსტესა და ხარისხს.

„მედიქალ ვორლდის ლაბორატორია“ „მედიქალ ვორლდის“ ჰოლდინგში შემავალი კომპანიაა, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე 2003 წლიდან ოპერირებს. ასევე ჰოლდინგის შვილობილია სასწრაფო სამედიცინო დახმარების კომპანია „მედ–11“ და კომპანია „მედიქალ ვორლდ სპა & ველნესი“, რომელიც ქვეყანაში მაღალი ხარისხის სპა და ველნეს აღჭურვილობის იმპორტს ახორციელებს.

ეწვიეთ ლაბორატორიას მისამართზე: დაბა მესტია, ე. ფარჯიანის ქ. #15

გააზიარე