ცხელი ხაზი:+(995) 595 08 95 30

დაიწყო „დევნილთა და ეკომიგრანტთა აგრომეურნეობების  ხელშეწყობის საგრანტო პროგრამა“

7 აგვისტო, 2026

გაცნობებთ, რომ დაიწყო „დევნილთა და ეკომიგრანტთა აგრომეურნეობების  ხელშეწყობის საგრანტო პროგრამა“, რომლის ფარგლებში, დევნილებსა და ეკომიგრანტებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, სურსათის პირველადი წარმოება-გადამუშავებასთან დაკავშირებული ტექნიკა და მრავალწლიანი კულტურების ნერგები.

წინა წლებისგან განსხვავებით, მიმდინარე წელს, პროგრამაში მონაწილეობა შეეძლებათ როგორც განსახლებულებს, ასევე, იმ დევნილებს, რომლებიც ჯერ არ არიან განსახლებული,  ეკომიგრანტის შემთხვევაში - აუცილებელია იყოს განსახლებული.

პროგრამის ფარგლებში, დევნილს და ეკომიგრანტს შეუძლია მოითხოვოს:

1.       მოტობლოკი გუთნით, ფრეზით და თავსებადი მისაბმელით (2 თვლიანი, 4 ტაქტიანი, დიზელზე, სიმძლავრე არანაკლებ 9 ცხ.ძ.)  ან

2.       მოტობლოკი გუთნით, ფრეზით და თავსებადი მისაბმელით (2 თვლიანი, 4 ტაქტიანი, ბენზინზე, სიმძლავრე არანაკლებ 9 ცხ.ძ) ან

3.       მოტობლოკი გუთნით, ფრეზით და თავსებადი მისაბმელით (2 თვლიანი, 4 ტაქტიანი, ბენზინზე, სიმძლავრე არანაკლებ 7 ცხ.ძ.) ან

4.       სხვა სასოფლო-სამეურნეო ინვენტარი/ტექნიკა (მაგ. სათიბი, საწამლი, წყლის პომპა და სხვა) ან/და სურსათის პირველადი წარმოება-გადამუშავებისათვის საჭირო ძირითადი საშუალებები (მაგ. სკა, წისქვილი, ჩირის აპარატი, რძის სეპარატორი, თხილის სარჩევი, საწველი აპარატი და სხვა) არაუმეტეს 5 ნივთი, რომლის ერთეულის ღირებულება უნდა იყოს მინიმუმ 150 ლარის და მაქსიმუმ 1 000 ლარის ფარგლებში ან/და მრავალწლიანი კულტურის ნერგები (ნერგის რაოდენობა/სახეობა შეზღუდული არ არის. ერთი სახეობის ნერგი 100-1000 ლარის ფარგლებში. ნივთებისა და ნერგების ჯამური ღირებულება უნდა იყოს 4 000 ლარის ფარგლებში.

წინა წლებისგან განსხვავებით, წელს, ნერგებთან ერთად, პირს შეუძლია მოითხოვოთ ნივთების (მოტობლოკის გარდა) შეძენაც.

განაცხადები მიიღება 2026 წლის 10 აგვისტოს ჩათვლით, სააგენტოში, სააგენტოს ტერიტორიულ სამმართველოებსა და ელ. ფოსტაზე: info@idp.gov.ge

დეტალური ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე: 032 2 14 02 41 

განაცხადის ფორმის სანახავად გადადით ქვემოთ მოცემულ ბმულზე.

⇒ განაცხადის ბმული

 

გააზიარე