დაინახე ყველა ფერი მესტიაში ბრუნდება!

14 ივლისი, 2020

დაინახეყველაფერი მესტიაში ბრუნდება!
15 ივლისს, სეტის მოედანზე დაგხვდებით ძალიან საინტერესო ინსტალაცია თამაშით, რომელიც აქამდე არსად გინახავთ!
თქვენთვის მოვიფიქრეთ ვიქტორინა თავგადასავლები და ბლიც ორთაბრძოლები, რომელშიც მეგობრებთან ერთად ჩაერთვებით და ბევრ საჩუქარს მიიღებთ. მოვხატავთ სტენსილებს, მონაწილეობას მივიღებთ მხიარულ მარშში, გავაცილებთ კამპანიის ბრენდირებულ რეგიონათშორის სამარშრუტო მინიავტობუსებს და დავესწრებით მესტიის დღის ცენტრის ბენეფიციარების გამოფენებსა და წარმოდგენებს.
თქვენთან შესახვედრად ემზადებიან ჩვენი გულშემატკივრები, ცნობილი არტისტი მუსია ქებურია და მსახიონი ნატა მურვანიძეც!

რაც მთვარია, ბევრს ვისაუბრებთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდების მომავალზე, დასაქმებაზე და სხვა პერსპექტივებზე. 

დღის დეტალური გეგმა:
10:00 – 18:00 - თქვენ და არტისტი მუსია ქებურია ერთად მოხატავთ კამპანიის ფერად სტენსილს, რომელიც მესტიაში ჩვენ სამახსოვროდ დარჩება.
11:00 – 12:00 - ნატა მურვანიძესთან ერთად, ქუთაისისა და ზუგდიდის მიმართულებით გავაცილებთ კამპანიის ბრენდირებული სამარშრუტო მინიავტობუსების პირველ მგზავრებს. კამპანიის მრავალფეროვანი საინფორმაციო მასალების გავრცელებით, ისინი საკუთარ წვლილს შეიტანენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების შესახებ ცნობიერების ამაღლებაში.
12:30-17:00 - თქვენ გელით კამპანიის ცნობიერების ამაღლების ინსტალაცია თამაში, რომელშიც მეგობრებთან, კამპანიის კეთილი ნების ელჩებთან და ადგილობრივი შეზღუდული შესაზლებლობის მქონე ადამიანებთან ერთად ჩაერთვებით. ვიქტორინა თავგადასავლებით, ბლიც- ორთაბრძოლებითა და მხიარული მარშით ცნობადობის ამაღლებას და კარგ გართობას გპირდებით.
13:17 - მესტიის დღის ცენტრის ბენეფიციარები თქვენთვის აწყობენ ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვას, ფოლკლორულ წარმოდგენებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდების მონაწილეობით. საკუთარ ნახატებს გამოფენს და ლაივ ინსტალაციებს ააწყობს თქვენთვის კარგად ნაცნობი, ჩვენი კამპანიის აქტიური გულშემატკივარი გიგი ზუგდიდიან.

გააზიარე