დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო გაძლევთ შესაძლებლობას, მონაწილეობა მიიღოთ მასობრივ გასაუბრებაში!
თუ გსურს მუშაობა ნავთობგადამამუშავებელ ინდუსტრიაში, სადაც სამომავლო განვითარების უსაზღვრო შესაძლებლობები არსებობს, ნუ გამოტოვებ შანსს!
დაიწყე კარიერა „ბლექ სი პეტროლიუმში“, დაესწარი 12-13-14 თებერვალს, მასობრივ გასაუბრებას 3 დიდ ქალაქში ფოთში, ბათუმსა და ქუთაისში.
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო გაძლევთ შესაძლებლობას მონაწილეობა მიიღოთ მასობრივ გასაუბრებაში, სადაც პირისპირ შეხვდებით „ბლექ სი პეტროლიუმის“ წარმომადგენლებს და შეიტყობთ ინფორმაციას არსებული და სამომავლო ვაკანსიების შესახებ.
⇒ ვაკანსიები:
- ინჟინრები
- ელექტრიკოსები
- ოპერატორები
- შემდუღებლები
- მენეჯერები
- საწარმოო დანადგარების მემანქანეები და სხვა ტექნიკური სპეციალისტები!
„ბლექ სი პეტროლიუმი“ ეძებს როგორც გამოცდილ პროფესიონალებს, ასევე დამწყებ სპეციალისტებს, რომლებსაც აქვთ მოტივაცია დაეუფლონ ახალ, ტექნიკურ უნარებს.
„ბლექსი პეტროლიუმი“ უზრუნველყოფს თქვენს გადამზადებას, რათა გახდეთ კომპანიის წარმატებული გუნდის ნაწილი, მიუხედავად იმისა, გაქვთ გამოცდილება თუ არა!
სამუშაო ადგილმდებარეობა: ხობის რაიონი, სოფელი ყულევი.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად აუცილებლად ეწვიეთ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და კომპანია „ბლექ სი პეტროლიუმის“ ერთობლივ დასაქმების ფორუმს, თქვენთვის მისაღებ ქალაქში:
⇒ ფოთი – 12 თებერვალი, 13:00-16:00 სთ.
მის: წმ. გიორგის ქუჩა N24. ( ფოთის საზღვაო აკადემია)
⇒ ბათუმი – 13 თებერვალი, 13:00-16:00 სთ.
მის: რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35. (ბათუმის უნივერსიტეტი)
⇒ ქუთაისი – 14 თებერვალი, 13:00-16:00 სთ.
მის: ნიუპორტის ქუჩა N19. (დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ოფისი).
არ გამოტოვოთ შანსი და დაიწყეთ პროფესიული ზრდა!