ცხელი ხაზი:+(995) 595 08 95 30 (მიმდინერეობს საიტის განახლება)

დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა რეგიონებში

5 ივნისი, 2019

6 ივნისს, 14:00 საათზე, მესტიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის საკონფერენციო დარბაზში ადგილობრივი თვითმმართვლობის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრას გამართავს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სსიპ-ი „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“.
საინფორმაციო ცენტრი ახორციელებს პროექტს „დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა რეგიონებში“. პროექტის დონორია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდას და აღნიშნულ პროცესში საქართველოს მოქალაქეების ჩართვას.

გააზიარე