ცხელი ხაზი:+(995) 595 08 95 30 (მიმდინერეობს საიტის განახლება)

,,დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“

1 ივლისი, 2022

30 ივნისს, მესტის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის სხდომათა დარბაზში საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, მესტიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ანტიდასავლურ პროპაგანდასთან ბრძოლის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ანა ცანავა და ჰიბრიდული ომების მკვლევარი დავით ძიძიშვილი უძღვებოდნენ.

შეხვედრას ესწრებოდნენ მესტიის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე , ნელი ნავერიანი, საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ჯაფარიძე, მოადგილე ზაურ ჩართოლანი და მესტიის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი დარეჯან ნიგურიანი.

სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.

შეხვედრა - სემინარმა კითხვა - პასუხის რეჟიმში საინტერესოდ ჩაიარა.

გააზიარე