ცხელი ხაზი:+(995) 595 08 95 30 (მიმდინერეობს საიტის განახლება)

დასახლების საერთო კრება ნაკრას თემში

30 მარტი, 2022

ნაკრას ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, დასახლების საერთო კრება გაიმართა.

ადგილობრივმა მოსახლეობამ 2022 წლის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებლად შემდეგი პრიორიტეტები დაასახელა.

ლაწომბა - შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია/გარე განათების ბოძების დამატება;

ლენკვაში - სასმელი წყლის სისტემის მოწყობა/სოფლის სასაფლაოს შემოღობვა;

ანილი - გარე განათების მოწყობა/შიდა გზის რეაბილიტაცია;

კვიცანი - გარე განათების სისტემის დასრულება;

ნაკრას (ცენტრი) მოსახლეობამ ცენტრალური წყლის სისტემის დასრულება (ქვედა ნაკრაში) აირჩია პრიორიტეტად;  ამასთანავე, აღნიშნული პროექტი ნაკრას თემის საერთო პრიორიტეტად 9 სოფელმა ერთხმად დაასახელა;

თავრარის, ცალერის, ხერხვაშის და ლაშხრაშის სოფლების მოსახლეობა გაერთიანდა და საერთო სარგებლობის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების შემოღობვას დაუჭირა მხარი.

გააზიარე