დასახლების საერთო კრება ფარის თემში
ფარის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, დასახლების საერთო კრება გაიმართა.
ფარის თემი 12 სოფელს/დასახლებას აერთიანებს. თითოეული სოფლისთვის განსაზღვრული თანხა სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 10.000 ლარს შეადგენს.
ადგილობრივმა მოსახლეობამ პროგრამის ფარგლებში განსახორციელებლად შემდეგი პროექტები შეარჩია:
ზედა ლუჰა - სასმელი წყლის რეზერვუარის მოწყობა და მჟავე წყლისკენ მიმავალი გზის გაყვანა;
ქვედა ლუჰას და ყვანას მოსახლეობამ თანხები გააერთიანა და წყლის წისქვილის აშენება გადაწყვიტა;
ფარის მოსახლეობის უმრავლესობის მიერ შეირჩა - შიდა გზის რეაბილიტაცია და სოფლის სასაფლაოების შემოღობვის პროექტები;
კაცხის და სვიფის მოსახლეობამ გაერთიანებული პროექტი - გზის რეაბილიტაცია-გაფართოება შეარჩია;
ღეშდერი, ხოსრარის, ლაყვრის და ფალედის მოსახლეობამ თანხების გაერთიანებით საერთო სარგებლობის შიდა გზის რეაბილიტაცია გადაწყვიტა;
ლამხერი - სოფელ ლამხერამდე მისასვლელი შიდა გზის რეაბილიტაცია;
ზაგარი - სავარგულებისკენ მიმავალი სამეურნეო დანიშნულების გზის გაჭრა;
აღსანიშნავია ფარის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის გამორჩეული აქტიურობა - ფარიდან შემოსული იყო 20 წინასწარი საპროექტო განაცხადი.
თითოეულ პროექტზე ჩატარდა ღია კენჭისყრა და განსახორციელებელი პროექტები ხმათა მარტივი უმრავლესობით შეირჩა.
შეგახსენებთ, რომ ფარი ერთ-ერთია მესტიის მუნიციპალიტეტის იმ 5 ადმინისტრაციული ერთეულიდან რომელიც მონაწილეობას იღებს „სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის მონაწილეობითი მონიტორინგის“ პროექტში, რომელსაც ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი - LAG-ი ახორციელებს მესტიის მუნიციპალიტეტის მერიასთან პარტნიორობით.