დაუნის სიმდრომის საერთაშორისო დღე
დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებმა, მესტიის ფოლკლორულ ანსამბლ „რიჰოს“ წევრებთან ერთად „კახა ფალიანის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრის“ ბენეფიციარებს, ტრადიციულად, საჩუქრები გადასცეს.
კახა ფალიანის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრის დღის ცენტრისა და ადრეული განვითარების ხელშეწყობის სერვისით, ამ ეტაპზე 9 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდი სარგებლობს. ცენტრში მოქმედებს თითოეულ მოსწავლეზე მორგებული განვითარების ინდივიდუალური სწავლების გეგმა.
როგორც მოგეხსენებათ, ა(ა)იპ „ერთად რეალური ცვლილებებისათვის” ადმინისტრირების ქვეშ მყოფი „კახა ფალიანის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრი“ ემსახურება მესტიის
მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ყველა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვს/ზრდასრულს და მარტოხელა ხანდაზმულ პირს.
სარეაბილიტაციო ცენტრში
ფუნქციონირებს დღის ცენტრის, ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის, ზრდასრულების რეაბილიტაციის, შინმოვლისა და ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის სერვისები.
დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის წლევანდელი სლოგანია #ჩვენთანერთადდაარაჩვენთვის.
შეგახსენებთ, რომ 21მარტი 2011 წელს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ გამოცხადდა.