ცხელი ხაზი:+(995) 595 08 95 30 (მიმდინერეობს საიტის განახლება)

დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება

18 აპრილი, 2019

14 აპრილს, მესტიის პირველ საჯარო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი გრანდიოზული ღონისძიება ჩატარდა. ღონისძიება პროექტის ,,ჩვენი ენა ქართული" ფარგლებში ორ ნაწილად გაიმართა: ნამუშევართა გამოფენა და სასცენო ნომრები (ლექსი, სიმღერა, პერფომანსი)
დედაენის დღისადმი მიძღვნილ პრეზენტაციაზე გამოვიდა მუნიციპალიტეტის 25 სკოლა.
პროექტის ავტორი, იელის საჯარო სკოლის პედაგოგი ქალბატონი ნინო ჭიჭინაძე გახლავთ. მუნიციპალიტეტის ყველა სკოლის პირველი კლასის პედაგოგი, დირექცია და რესურს ცენტრი დიდი პასუხისმგებლობით ემზადებოდა ამ დღისათვის. შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.
ლამაზ ფორმებში გამოწყობილი პირველკლასელები გაცისკროვნებული თვალებითა და ბედნიერი სახეებით გამოდიოდნენ სცენაზე..ამბობდნენ ლექსებს, მღეროდნენ და უდიდესი სიყვარულითა და მოწიწებით საუბრობდნენ ქართული დამწერლობის ისტორიაზე.
პროექტი დაიგეგმა სწავლების პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდის მიზნით, რაც სწავლების პროცესს უფრო საინტერესოს და სახალისოს ხდის. პირველ კლასელებისათვის ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ სწავლების ეტაპი მოიცავდეს თამაშებს, მუსიკალურ ნომრებს, ხატვა-გაფერადება-გამოძერწვას და შესწავლის სხვადასხვა მეთოდს, რომელთა გამოყენებითაც ბავშვებს დედაენისადმი უსაზღვრო სიყვარული უყალიბდებათ.
16 კვირის მანძილზე მიმდინარე სამუშაო პროცესში გამოყენებული მრავალფეროვანი მეთოდების შედეგად ბავშვებს ანბანისადმი გაუჩნდათ დადებითი დამოკიდებულება, გარდა ამისა, შეიძინეს საკუთარი თავის წარმოჩენისა და აუდიტორიასთან ურთიერთობის უნარები. 
ამ შესანიშნავი დღისათვის დიდ მადლობას ვუხდით პროექტის ავტორს-ქალბატონ ნინო ჭიჭინაძეს, მუნიციპალიტეტის ყველა სკოლის პირველი კლასის დამრიგებელს, რესურს ცენტრის ხელმძღვანელს ქალბატონ დარეჯან ნიგურიანს, ასევე პროექტის დამფინანსებელ კომპანიას (,,მესტია-ჰიდრო") და დღევანდელი დღის მასპინძელს- მესტიის პირველ საჯარო სკოლას.

გააზიარე
https://kampungbahasa.id/ https://motor138.com/ https://rsiaibunda.or.id/rawat-inap/ https://upbuwamena.id/ https://pemudakatolik.or.id/wp-content/uploads/ https://psb.chair-annizomiyah.ponpes.id/ https://perumdatjmsukabumikab.com/ https://kadoplus.com/ https://duo.smkn2bandaaceh.sch.id/ https://ppdb.smkn2bandaaceh.sch.id/ https://bkk.smkn2bandaaceh.sch.id/ https://belajar.smkn1-pkp.sch.id/lib/ http://efurai.niasselatankab.go.id/ https://smkwksby.sch.id/ https://kahmijateng.com/ https://www.staimuhblora.ac.id/ https://www.mwcnubuduran.or.id/ https://nurulhadid.sch.id/ https://rsmulyasari.com/ https://smpn1bojonggambir.sch.id/ https://smpnsatapptgmanggis.sch.id/ https://pilkom.ulm.ac.id/wp-content/thailand/ https://bappeda.dtph.lampungbaratkab.go.id/ https://pauddikdasmen.com/config/data/