დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება
დედაენის დღესთან დაკავშირებით, მესტიის ლეო ფილფანის სახელობის კონოსა და თეატრის ცენტრში, მესტიის მთავარი ბიბლიოთეკის ორგანიზებით, შემეცნებითი საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართა.
მონაწილეობას იღებდენ მესტიის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების და წმ. ილარიონ ქართველის სახელობის მესტიის მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიის აღსაზრდელები.
მოსწავლეებს დედაენის დღე მიულოცა და მონაწილეობის მიღებისთვის მადლობა გადაუხადა მესტიის მერის მრჩეველმა სოციალურ და კულტურულ საკითხებში ლევან კიკვიძემ.
ღონისძიების მხარდამჭერი გახლდათ მესტიის მუნიციპალიტეტის მერია.