ცხელი ხაზი:+(995) 595 08 95 30 (მიმდინერეობს საიტის განახლება)

დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მესტიაში

4 მარტი, 2019

3 მარტს, დედის დღესთან დაკავშირებით, მესტიის მუნიციპალიტეტის ააიპ „კულტურისა და ხელოვნების ცენტრის“ ორგანიზებით ღონისძიება გაიმართა. საღამოს ორგანიზატორების მიერ მოწვეული იყო 10 ახალგაზრდა მრავალშვილიანი დედა, ვისაც 7 და მეტი შვილი ჰყავთ და მათგან ერთი შვილი მაინც არის არასრულწლოვანი. ღონისძიების დასასრულს მათ სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. ღონისძიებაზე სხვადასხვა მუსიკალური ნომრები წარმოადგინეს ანსამბლმა „რიჰო“-მ და სხვა ინდივიდუალური შემსრულებლებმა. საღამო ლამაზი და ემოციური გამოვიდა. ღონისძიების მასპინძელი გახლდათ მესტიის პროფესიული კოლეჯი „თეთნულდი“.

გააზიარე