დეკანოზ ბესარიონ ნიჟარაძის დაბადებიდან 170 წლისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დეკანოზ ბესარიონ ნიჟარაძის დაბადებიდან 170 წლისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.
კონფერენციის თემატიკა ორ ნაწილად იყო დაყოფილი. ღონისძიების პირველი ნაწილი ეხებოდა ბესარიონ ნიჟარაძის გახსენებას, სადაც მისასალმებელი სიტყვით აუდიტორიის წინაშე წარსდგნენ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, ვიცე-პრემიერი, თეა წულუკიანი, თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ჯაბა სამუშია, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ნუნუ მიცკევიჩი, მესტიის მუნიციპალიტეტის მერის მრჩეველი კულტურისა და სოციალურ საკითხებში, ლევან კიკვიძე და საქართველოს პარლამენტის წევრი, ლევან იოსელიანი.
კონფერენციის მეორე ეტაპზე, რომელიც სვანეთის ისტორიულ, ლინგვისტურ და ეთნოგრაფიულ საკითხებს შეეხებოდა, სხვა მომხსენებლებთან ერთად, აუდიტორიის წინაშე წარსდგა
მესტიის მუნიციპალიტეტის მერის მრჩეველი კულტურისა და სოციალურ საკითხებში, სამეცნიერო თემით "მედიაციის ინსტიტუტი სვანეთის ტრადიციულ ყოფაში".
ღონისძიება მოიცავდა ბესარიონ ნიჟარაძის ფოტოების გამოფენას და მისი ერთ-ერთი ორგანიზატორი გახლდათ უნივერსიტეტის პროფესორი, როზეტა გუჯეჯიანი.
მესტიის და ზემო სვანეთის მიტროპოლიტის ლოცვა-კურთხევით, კონფერენციაში მონაწილეობა იღუმენმა პეტრემ მიიღო.
აუდიტორიის წინაშე წარსდგა მესტიის მუნიციპალიტეტის ფოლკლორული ანსამბლი "რიჰო".
ბესარიონ ნიჟარაძე მე-19 საუკუნის მიწურულისა და მე-20 საუკუნის დასაწყისის საზოგადო მოღვაწეა (1852-1919). სასულიერო მოღვაწეობის გარდა იგი აქტიურად თანამშრომლობდა იმდროინდელ ჟურნალ-გაზეთებთან და აქვეყნებდა სტატიებს თავისუფალი სვანის, ბესარიონ სვანისა და სვანის ფსევდონიმებით.