ცხელი ხაზი:+(995) 595 08 95 30 (მიმდინერეობს საიტის განახლება)

დევნილთა და ეკომიგრანტთა თვითდასაქმების პროგრამა

5 აგვისტო, 2024

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, თვითდასაქმების ხელშეწყობის საგრანტო პროგრამის ფარგლებში, განაცხადების მიღება დაიწყო.

იძულებით გადაადგილებულ პირებს პროფესიული საქმიანობის მხარდაჭერისა და შემოსავლის წყაროს გაჩენის მიზნით, ხელსაწყოები და ტექნიკა გადაეცემათ.

პროგრამაში ჩართვა პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებულ იძულებით გადაადგილებულ პირებს და იმ დევნილებსა და ეკომიგრანტებს შეუძლიათ, რომელთა პროფესიული საქმიანობა რაიმე სახის დოკუმენტით დასტურდება.

დევნილები და ეკომიგრანტები 3000 ლარის ღირებულების სახელობო იარაღებს, რაც მათ საქმიანობის წამოწყებასა თუ გაფართოებაში დაეხმარებათ თავადვე შეარჩევენ. ამ ეტაპზე, პროგრამის ფარგლებში იძულებით გადაადგილებული 200-მდე პირი დაფინანსდება.

საგრანტო პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს განაცხადის გაკეთება სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სამმართველოებში  30 აგვისტოს ჩათვლით შეუძლიათ:

•    თბილისი, თამარაშვილი ქ.N15ა;
•    გორი, სამების ქ. N1;
•    რუსთავი,  კოსტავას ქ. N20;
•    ქუთაისი,  აბაშიძის გამზ. N27;
•    ზუგდიდი,  აღმაშენებლის ქ. N106.
 

დევნილთა და ეკომიგრანტთა თვითდასაქმების ხელშეწყობის საგრანტო პროგრამა

დანართი N1 - თვითდასაქმებადი პროფესიები

დანართი N2 - განაცხადის ფორმა

გააზიარე