ელექტროგადამცემი ხაზის რეკონსტრუქციის პროექტის სკრინინგის განცხადება
გაცნობებთ, რომ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში გზშ-ის პროცედურის ჩატარების საჭიროების დადგენის მიზნით სს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ წარდგენილია მესტიისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში, 110 კვ. ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი „იფარი“-ს N 55-56 და N 66-74 საყრდენებს შორის მონაკვეთების რეკონსტრუქციის პროექტის სკრინინგის ანგარიშის განცხადება.
სკრინინგის ანგარიშის განცხადების შესახებ ინფორმაცია თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად განთავსებულია გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე - www.ei.gov.ge. გთხოვთ, დოკუმენტაციასთან დაკავშირებული შენიშვნები და მოსაზრებები წარადგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში 2024 წლის 15 ივლისის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი №150 ან ელ-ფოსტაზე: eia@mepa.gov.ge.
სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის თანახმად ვალდებულია, უზრუნველყოს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების/დაინტერესებული საზოგადოების მონაწილეობა და ამ მიზნით შესაბამისი ინფორმაციის ხელმისაწვდომობა.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ინფორმაციული უზრუნველყოფის განყოფილებას.