ეთნოლოგ ციალა ჩართოლანის 90 წლის იუბილისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია
2023 წლის 30 ივლისს სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმი გამართავს მორიგ სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციას “სვანეთის კულტურული მემკვიდრეობა და გადარჩენის პერსპექტივები VI”, მიძღვნილი ეთნოლოგ ციალა ჩართოლანის 90 წლის იუბილისადმი.
კონფერენცია ჩატარდება მესტიაში, სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმში.
კონფერენციის თემატიკა: სვანეთის ისტორია, არქეოლოგია, ეთნოლოგია, სვანეთის ხელოვნება, სვანეთი და კულტურული ტურიზმი, გეოლოგია, ანთროპოლოგია, ხელოვნებათმცოდნეობა, დემოგრაფია, გეოგრაფია, ეკოლოგია, ფოლკლორული ისტორია, ენათმეცნიერება, კულტუროლოგია და სხვ.
სამუშაო ენა: ქართული.
გამოგზავნილ მასალებს შეარჩევს კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი.
-მნიშვნელოვანი თარიღები:
მასალების მიღების ბოლო დღე : 2023 წლის 30 ივნისი 18 საათი.
კონფერენციის ჩატარების თარიღი: 2023 წლის 30 ივლისი.
კონფერენციაში მონაწილეობის მიღებისთვის მომხსენებელმა ვორდის ფაილით უნდა გააგზავნოს:
მოხსენების სრული სათაური, ავტორის სრული სახელი და გვარი, სამეცნიერო ან სასწავლო დაწესებულების სახელწოდება, ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტა, მოხსენების ანოტაცია.
ანოტაციის გაფორმების წესი:
Microsoft Word დოკუმენტი, მაქსიმუმ 200 სიტყვა.
შრიფტის ზომა 12, სტრიქონებს შორის დაშორება - 1.5, ქართული ტექსტისთვის ფონტი -Sylfaen, ინგლისური ტექსტისთვის ფონტი - Times New Roman).
მასალები უნდა გამოიგზავნოს შემდეგ მისამართზე: svanetimuseum@gmail.com
შერჩეული მოხსენებების ავტორებს პასუხი პირად ელექტრონულ ფოსტაზე ეცნობებათ 2023 წლის 15 ივლისს 18:00 საათამდე.