"გაიღე სისხლი აჩუქე ბავშვებს სიცოცხლე"
დღეს, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დარბაზში, ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის, სისხლის დონაციის საქველმოქმედო აქცია "გაიღე სისხლი აჩუქე ბავშვებს სიცოცხლე" ჩატარდა.
ყველა მოხალისე დონორს უფასოდ ჩაუტარდა შემდეგი ანალიზები: სისხლის ჯგუფი და რეზუსფაქტორის დადგენა, ასევე C ჰეპატიტი, B ჰეპატიტი, აივ ინფექცია და სიფილისი.
ღონისძიება ჩატარდა მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სისხლის ბანკის მიერ.