გამოცხადებულია ავტობუსის მძღოლის ვაკანსია
მესტიის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს ვაკანსიას: მუნიციპალური M3 კატეგორიის ავტობუსის მძღოლის პოზიციაზე
სამუშაო გრაფიკი:
- ცვლაში მუშაობა ანაზღაურება;
 - 2000 ლარი დარიცხული;
 - ასაკი: 30-დან 65 წლამდე;
 
ფუნქცია-მოვალეობები: მუნიციპალური M3 კატეგორიის ავტობუსის მართვა მუნიციპალურ მარშრუტზე და სხვადასხვა შესაბამის დავალებაზე, მგზავრთა უსაფრთხო და შეუფერხებელი გადაყვანა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების „D“ კატეგორია.უნარები/კომპეტენციები;
 - პასუხისმგებლობა დაკისრებული ვალდებულებების მიმართ;
 - სტრესულ სიტუაციაში სწრაფი რეაგირების უნარი;
 - სოციალურად გახსნილი და კოლეგიალური;
 - მოთხოვნილი დოკუმენტაცია;
 - ავტობიოგრაფია (რეზიუმე);
 - ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა IV 100/ა);
 - ნასამართლეობის ცნობა;
 - პირადობისა და მართვის მოწმობის ასლები.
 
განაცხადების მიღების ვადები: ვაკანსიაზე განცხადების მიღების ბოლო ვადა: 2024 წლის 7 მაისი;
გასაუბრების სავარაუდო დღე 8 მაისი.
დამატებითი პირობები: შერჩეულმა კანდიდატებმა უნდა დაიწყონ პოზიციაზე მუშაობა 2024 წლის მაისიდან. შერჩეულ კანდიდატებთან ჩატარდება გასაუბრება.
დაინტერესებულმა პირებმა განაცხადი (მოთხოვნილი დოკუმენტაცია სრულად) უნდა გამოაგზავნონ ელ-ფოსტაზე: contact@mestiayouth.org ან შემოიტანონ მესტიის მუნიციპალიტეტის მერიაში. დამატებითი ინფორმაციის საჭიროების შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ მესტიის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული თვითმმართველობის დირექტორს, ირაკლი მიქიანს +995 571 051 686