ცხელი ხაზი:+(995) 595 08 95 30 (მიმდინერეობს საიტის განახლება)

გამოცხადებულია იდეების კონკურსი!

14 აპრილი, 2021

COVID_19 - ით გამოწვეულმა კრიზისმა მსოფლიო უამრავი ახალი სირთულის წინაშე დააყენა. შედეგად, ე.წ. „ეკოლოგიური გაჯანსაღების“ („Green recovery”) ინიციატივები მეტად პოპულარული გახდა, რის საპასუხოდაც, საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში პროგრამა „ეკოსერვის“ (გარემოსდაცვითი პროგრამა, რომელიც საქართველოში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და გერმანის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ერთობლივი ძალისხმევით ხორციელდება) ფარგლებში, მზადდება იდეათა კონკურსი „GreenOvation” (Green Innovation Challenge). კონკურსის მიზანია, გამოვავლინოთ ის სირთულეები და მათთან გამკლავების გზები, რომლებიც შექმნილ კრიზისულ მდგომარეობას შეამსუბუქებს და კონკრეტულ გამოწვევას ინოვაციურ და ეკო-მეგობრულ გადაწყვეტას მოუძებნის. "ეკოსერვის“ საქმიანობის სფეროდან გამომდინარე კი აქცენტი გაკეთდება გარემოსდაცვით საკითხებზე. მაგალითად, გარემოსდაცვითი განათლების და ინფორმირებულობის მიმართულება, ტყითა და ტყის რესურსებით სარგებლობის ღირებულებათა ჯაჭვები - ხე-ტყე, ნარჩენი, ეკოტურიზმი, არამერქნული რესურსები, ენერგო ეფექტურობა და სხვა.

კონკურსი შედგება რამდენიმე ეტაპისგან:

☑️პირველ ეტაპზე შეგროვდება და შეფასდება კონკურსანტების მიერ გამოგზავნილი გამოწვევები

შერჩეული გამოწვეების საპასუხოდ.

☑️მეორე ეტაპზე, კონკურსანტები გზავნიან ამ სირთულეების ეკო-მეგობრულ და ინოვაციურ გადაწყვეტას.

☑️საფინალო ეტაპი - შერჩეული კონკურსანტების მიერ პროექტების წარდგენა და ჟიურის მიერ გამარჯვებულების დაჯილდოება.

➡პროექტში მონაწილე თითოეულ ქვეყანას (საქართველოს, სომხეთს, აზერბაიჯანს) ეყოლება ერთი გამარჯვებული, რომლებსაც ამ იდეის განსახორციელებლად გადაეცემათ ფულადი პრემია, 10 000 ევრო. პრემიას უზრუნველყოფს პროგრამა ეკოსერვი (GIZ).

➡️იდეების განთავსება შესაძლებელი იქნება- ვებ-პლატფორმაზე https://greenovation.hypeinnovation.com, რომელიც 23 მარტიდან იქნება ხელმისაწვდომი.

შეკითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ GreenOvation-ის facebook გვერდი: 

https://www.facebook.com/GreeNovation-104165051757259

 

გააზიარე
https://kampungbahasa.id/ https://motor138.com/ https://rsiaibunda.or.id/rawat-inap/ https://upbuwamena.id/ https://pemudakatolik.or.id/wp-content/uploads/ https://psb.chair-annizomiyah.ponpes.id/ https://perumdatjmsukabumikab.com/ https://kadoplus.com/ https://duo.smkn2bandaaceh.sch.id/ https://ppdb.smkn2bandaaceh.sch.id/ https://bkk.smkn2bandaaceh.sch.id/ https://belajar.smkn1-pkp.sch.id/lib/ http://efurai.niasselatankab.go.id/ https://smkwksby.sch.id/ https://kahmijateng.com/ https://www.staimuhblora.ac.id/ https://www.mwcnubuduran.or.id/ https://nurulhadid.sch.id/ https://rsmulyasari.com/ https://smpn1bojonggambir.sch.id/ https://smpnsatapptgmanggis.sch.id/ https://pilkom.ulm.ac.id/wp-content/thailand/ https://bappeda.dtph.lampungbaratkab.go.id/ https://pauddikdasmen.com/config/data/