გამოცხადებულია საგრანტო კონკურსი რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის!
ახალგაზრდობის სააგენტო აცხადებს საგრანტო კონკურსს - „ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა“.
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს რეგიონში მოქმედ ახალგაზრდულ ორგანიზაციას, საინიციატივო ჯგუფს, რომელიც აერთიანებს რეგიონში მცხოვრებ არანაკლებ ხუთ ახალგაზრდას.
კონკურსის საერთო ბიუჯეტი შეადგენს 300 000 ლარს, ხოლო ერთი საგრანტო პროექტის მაქსიმალური დაფინანსება - 15 000 ლარს.
საკონკურსო განაცხადები მიიღება 24 მარტიდან 13 აპრილის ჩათვლით, ელექტრონულ ფოსტაზე - grants-2@youthagency.gov.ge.
კონკურსის მიზანია იმ იდეების ფინანსური რესურსით მხარდაჭერა, რომლებიც ემსახურება ახალგაზრდული სფეროსა და ახალგაზრდების განვითარებას, არაფორმალური განათლების განვითარებას, ახალგაზრდების ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით მათი ცნობიერების დონის ამაღლების ხელშეწყობას და ახალგაზრდების შესაძლებლობების განვითარებას.
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:
საგრანტო კონკურსი – ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა