გამოფენა “პანდემია, მსოფლიო და ისტორია”

5 ნოემბერი, 2021

3 ნოემბერს სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში მოძრავი გამოფენა “პანდემია, მსოფლიო და ისტორია” გაიხსნა.

კამპანია მოძრავი გამოფენის სახით მიმდინარეობს და მისი მიზანია პანდემიისა და მსოფლიოში მისი ისტორიის შესახებ ინფორმაციის მაქსიმალურად წერტილოვანი მიწოდება, რათა საზოგადოებამ უკეთ დაინახოს ეპიდემიით გამოწვეული პრობლემების არსი და ხელი შეუწყოს ვაქცინაციის სწრაფი ტემპით გაგძრელებას.

გამოფენის ფარგლებში, საქართველოს ყველა რეგიონში, წარმოდგენილია ისტორიული საარქივო მასალის ფოტოკოლაჟი, მნიშვნელოვანი პუბლიკაციები და იმ პერიოდებში პანდემიის წინააღმდეგ როგორც საზოგადო მოღვაწეების ასევე მედპერსონალის მიერ განხორციელებული ღონისძიებები.

ღონისძიება მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.

გააზიარე