ცხელი ხაზი:+(995) 595 08 95 30 (მიმდინერეობს საიტის განახლება)

გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს

26 მაისი, 2022

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, მესტიაში, მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა სახის საზეიმო და შემეცნებითი ღონისძიებები ჩატარდა. სეტის სკვერში მოწყობილი იყო საბავშვო-გასართობი, სპორტული და მოსასვენებელი სივრცეები. მოედანზე მოეწყო ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის და ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.

საზეიმო ღონისძიებები საღამოს ანსამბლ ჰერიოს და ბენდი “Loudspeakers” კონცერტით დასრულდა.

მესტიის მუნიციპალიტეტში 26 მაისის ღონისძიება მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ასევე სამინისტროებისა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ჩართულობით გაიმართა.

გააზიარე