ცხელი ხაზი:+(995) 595 08 95 30 (მიმდინერეობს საიტის განახლება)

ღონისძიება ,,შემოდგომის გაცილება" პატარა ელენე ხერგიანის დასახმარებლად

11 ნოემბერი, 2022

დღეს, მესტიის მესამე საჯარო სკოლაში (დირექტორი ნათია გოშთელიანი) ჩატარდა ულამაზესი ღონისძიება თემით ,,შემოდგომის გაცილება".

საშემოდგომო ფერებით მორთულ გარემოში მოსწავლეებმა წარმოადგინეს პედაგოგ დოდო მერლანის ლექსების მიხედვით დადგმული სპექტაკლები და დამსწრე საზოგადოების დიდი აპლოდისმენტები დაიმსახურეს.

ღონისძიების მეორე, უფრო მნიშვნელოვანი საკითხი გახლდათ საქველმოქმედო ნაწილი, რომელიც მოიცავდა აღნიშნული სკოლის მოსწავლეების მიერ შექმნილი ხელნაკეთების, მათ საკუთრებაში არსებული საინტერესო ნივთების გამოფენა-გაყიდვას. ადგილზე, ქველმოქმედების მიზნით, გაიყიდა ასევე ირმა ჯაჭვლიანის წიგნი ,,დედას დღიურები".

შემოსული თანხა 1086 ლარი გადაირიცხება ამჟამად სამკურნალოდ თურქეთში მყოფი პატარა ელენე ხერგიანის დასახმარებლად.

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სახელით მადლობას ვუხდით მესამე საჯარო სკოლას, ქველმოქმედებაში მონაწილე ყველა ადამიანს და მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ ელენე ხერგიანს.

გააზიარე