გურამ თიკანაძის საიუბილეო საღამო
12 სექტემბერს, სახელგანთქმულ ფოტოგრაფსა და ალპინისტს, გურამ თიკანაძეს 90 წელი შეუსრულდებოდა.
სწორედ ამ ღირსშესანიშნავი თარიღის აღსანიშნავად, ლატალის გურამ თიკანაძის სახელობის სპორტული კომპლექსის საგამოფენო სივრცეში, ფოტოხელოვანის უნიკალური ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, საიუბილეო ღონისძიებაზე, გურამ თიკანაძის მეგობრებმა და გულშემატკივრებმა ისაუბრეს მის განვლილ ცხოვრებასა და ღვაწლზე.
საკონცერტო ნაწილში მესტიის ფოლკლორული ანსამლი "რიჰო" წარსდგა დამსწრე საზოგადოების წინაშე.
შეგახსენებთ, რომ გურამ თიკანაძე 30 წლის ასაკში, 1963 წლის 27 აგვისტოს, ტრაგიკულად დაიღუპა მწვერვალ შხარადან დაშვების დროს.