ცხელი ხაზი:+(995) 595 08 95 30 (მიმდინერეობს საიტის განახლება)

გზა ახალი მწვერვალისაკენ

19 ოქტომბერი, 2023

18 ოქტომბერს, მესტიაში, ევროკავშირის, შვედეთისა და ავსტრიის ერთობლივი პროექტი GRETA-ს შედეგების შემაჯამებელი ღონისძიება სახელით ,,გზა ახალი მწვერვალებისაკენ" გაიმართა.

 

2019 წელს დაწყებული თავგადასავალი, რომელიც საქართველოს მაღალმთიანი რეგიონებისა და ადგილობრივების ერთგულ მხარდამჭერად იქცა, დასასრულს მიუახლოვდა. 

 

ღონისძიების მიზანი იყო ერთ სივრცეში მოეყარა თავი იმ ადამიანებისათვის, რომლებიც პროექტ GRETA-ს წარმატებულ ისტორიას დაუღალავი შრომითა და დიდი მონდომებით ქმნიდნენ. 

 

ცნობილია, რომ ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის ერთობლივი მხარდაჭერით პროექტ GRETA-ს ფარგლებში არაერთი მხარდაჭერა განხორციელდა და საქართველოს მაღალმთიანი რეგიონის რვა მუნიციპალიტეტში უამრავი ადამიანის ცხოვრებაში დიდი როლი ითამაშა.

 

 მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ორგანული სოფლის მეურნეობის კანონმდებლობის და ტურიზმის სექტორში სტრატეგიული ხედვების შექმნისთვის, გაძლიერდა მცირე მეწარმეები, გაიზარდა ცოდნა ორგანული წარმოების საერთაშორისო სტანდარტების შესახებ, შეიქმნა ინოვაციური ტურისტული პროდუქტები, მცირე მეწარმეები ეზიარნენ ბიზნესის მართვის თანამედროვე ტექნიკებს, ქართული პროდუქტები ამაყად წარსდგა საერთაშორისო ბაზრებზე..

 

 ოთხწლიანი შრომის შედეგად, პროექტს მნიშვნელოვანი მიღწევები აქვს. მათ შორის: 

• ქართული კანონმდებლობა ევროკავშირის განახლებულ ორგანულ რეგულაციებთან ჰარმონიზებულია.

• სვანეთის რეგიონს აქვს ტურიზმის განვითარების გრძელვადიანი გეგმა.

• სვანეთის რეგიონში წარმატებით ფუნქციონირებს DMO - დანიშნულების მართვის ორგანიზაცია: www.svaneti.org.

• საქართველოში რეგიონის ბრენდის შექმნის პირველი პრეცედენტი წარმატებით დასრულდა. სვანეთს აქვს ბრენდი კონცეფციით - “საქართველოს დამალული საგანძური”.

• საქართველოს მაღალმთიან რეგიონში, 68 მცირე და საშუალო მეწარმე წარმატებით ფუნქციონირებს.

• 50-მდე მცირე და საშუალო მეწარმემ, საერთაშორისო გამოფენებზე მონაწილეობით, ქართული ბიო პროდუქტები წარადგინა და წარმატებული ბიზნეს კავშირები დაამყარა.

• საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობით, ადგილზე საერთაშორისო ზამთრის და ზაფხულის ფესტივალებით, სვანეთმა წარმატებით დაიკავა ადგილი მსოფლიო ტურიზმის რუკაზე.

• ჩაის და ღვინის ასოციაციები დაფუძნდა და წარმატებით ფუნქციონირებს.

• შეიქმნა 9 ინოვაციური ტურისტული პროდუქტი.

• ადგილობრივ ბაზარზე მოღვაწე მცირე და საშუალო მეწარმეებს შორის, სამომავლო თანამშრომლობის 15 მემორანდუმი გაფორმდა.

• 300-ზე მეტი მცირე და საშუალო ტიპის მეწარმე საქართველოს მაღალმთიანი რეგიონებიდან ფლობს მარკეტინგის, ბრენდინგის და სხვა კომერციული საქმიანობის მართვის უნარებს.

• დღეს საქართველოში 20 პროფესიონალი და სერტიფიცირებული სამთო გამყოლი წარმატებით მოღვაწეობს და მათი პროფესია გაუთანაბრდა საერთაშორისო სტანდარტებს.

• 30-მდე კერძო თუ საჯარო ბიზნესის წარმომადგენლებმა შეისწავლეს ბიო წარმოების სპეციფიკა.

 

  შეხვედრაზე, რომელიც მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში დაიწყო და შემდგომ სვანეთის მუზეუმსა ზურულდზე გადაინაცვლა, საშუალება მოგვეცა თავად პროექტის მონაწილეებისაგან მოგვესმინა მათი წარმატების ისტორიები.

გააზიარე
https://kampungbahasa.id/kampung/mpo/ https://kampungbahasa.id/wp-includes/updates/ https://motor138.com/ https://rsiaibunda.or.id/rawat-inap/ https://upbuwamena.id/ https://pemudakatolik.or.id/wp-content/uploads/ https://psb.chair-annizomiyah.ponpes.id/ https://perumdatjmsukabumikab.com/ https://kadoplus.com/ https://duo.smkn2bandaaceh.sch.id/ https://ppdb.smkn2bandaaceh.sch.id/ https://bkk.smkn2bandaaceh.sch.id/ slot88 https://fp.unib.ac.id/ https://fikes.unisa-bandung.ac.id/shop/toko/ https://fikes.unisa-bandung.ac.id/shop/sthai/ https://faperta.unib.ac.id/system/sidemo/ https://fp.unib.ac.id/assets/fp-gacor/ https://belajar.smkn1-pkp.sch.id/lib/ http://efurai.niasselatankab.go.id/