ცხელი ხაზი:+(995) 595 08 95 30 (მიმდინერეობს საიტის განახლება)

ინფორმაცია საგრანტო კონკურსის შესახებ

1 მარტი, 2023

„USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამა“ აცხადებს საგრანტო განაცხადების მიღებას, სათავგადასავლო ტურიზმისა და ადგილობრივი სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოების მიმართულებით.

USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამა, ტურიზმის სექტორში ჩართული მიკრო და მცირე ბიზნესების პროდუქტიულობის ამაღლებისა და რეგიონალურ, ეროვნულ და საერთაშორისო ბაზრებთან ინტეგრირების გზით ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას სამიზნე მუნიციპალიტეტებში: ყაზბეგი, ონი, მესტია, დუშეთი, საჩხერე და წალენჯიხა.

1 მარტს „USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამა“ მესტიის მუნიციპალიტეტში ჩაატარებს საინფორმაციო შეხვედრას, განაცხადის წარდგენის პროცედურებისა და განაცხადის ფორმის შესახებ პოტენციური განმცხადებლებისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდებისა და განაცხადების წარდგენის პროცესის ხელშეწყობის მიზნით.

მისამართი: დაბა მესტია, სეტის მოედანი N1 (მესტიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული შენობის პირველი სართული)

შეხვედრის დრო: 13:00 სთ.

საინფორმაციო შეხვედრების დროს დაინტერესებულ განმცხადებლებს საშუალება ექნებათ, დასვან კითხვები და მიიღონ განმარტებები გამოცხადებული საგრანტო კონკურსის შესახებ.

დამატებითი დეტალებისთვის იხილეთ საგრანტო კონკურსის ბმული: https://jobs.ge/ge/?view=jobs&id=436092

გააზიარე