იფარი ჰესის სკრინინგის განცხადება!
- გაცნობებთ, რომ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში გზშ-ის პროცედურის ჩატარების საჭიროების დადგენის მიზნით შპს „აკვაჰიდროს“ მიერ წარდგენილია მესტიის მუნიციპალიტეტში მდინარე იფარზე 3 მგვტ დადგმული სიმძლავრის ჰესის ექსპლუატაციის პირობების ცვლილების სკრინინგის ანგარიშის განცხადება.
- სკრინინგის ანგარიშის განცხადების შესახებ ინფორმაცია თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად განთავსებულია გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე - www.ei.gov.ge
- გთხოვთ, დოკუმენტაციასთან დაკავშირებული შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენა უზრუნველყოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში 2024 წლის 21 თებერვლის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი №150 ან ელ-ფოსტაზე: eia@mepa.gov.ge.
- დოკუმენტს ასევე შეგიძლიათ გაეცნოთ მესტიის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებ. საიტზე mestia.gov.ge ან მიმართეთ მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ინფორმაციული უზრუნველყოფის განყოფილებას.
⇒ იხ. სკრინინგის ანგარიში