ცხელი ხაზი:+(995) 595 08 95 30 (მიმდინერეობს საიტის განახლება)

კავკასიოლოგთა VI საერთაშორისო კონგრესი

30 აგვისტო, 2022

იმდინარე წლის 25-26 აგვისტოს სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმმა უმასპინძლა კავკასიოლოგთა VI საერთაშორისო კონგრესს, რომელიც საზეიმო ვითარებაში გახსნა მესტიის ფოლკლორულმა ანსაბლმა “რიჰომ”.

ღონისძიებას ესწრებოდნენ მესტიის მუნიციპალიტეტის მერი კაპიტონჟორჟოლიანი, მერის პირველი მოადგილე ნელი ნავერიანი, მესტიის სამრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ჯაფარიძე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზაურ ჩართოლანი.

კონგრესის მონაწილეებს და დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, არქეოლოგიის ინსტიტუტის ასოცირებულმა პროფესორმა, სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმის დირექტორმა ზვიად კვიციანმა.

კონგრესს თავმჯდომარეობდა ქართველი ენათმეცნიერი, თსუ-ის სრული პროფესორი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი ცირა ბარამიძე.

კონგრესის თემა გახლდათ „კავკასია - ინტერდისციპლინური კვლევები II - ენები, ხალხები, კულტურა, გენეტიკური კვლევები“. კონგრესის მიზანია გამოკვეთოს კავკასიის რეგიონის ენებისა და ხალხების კულტურულ-ცივილიზაციური კონტექსტი ისტორიულ ჭრილში ინტერდისციპლინური კვლევების შედეგების საფუძველზე; განსაზღვროს კავკასიის რეგიონის წინაშე არსებული ჰუმანიტარულ-ეკოლოგიური, პოლიტიკური და ეკონომიკური გამოწვევები; შეიმუშაოს გამოწვევათა გადასაჭრელად გასატარებელი აქტივობების სამეცნიერო საფუძვლები; განსაზღვროს კავკასიის ლინგვოკულტურული და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების შესაძლებლობები.

კონგრესში მონაწილეობდნენ მეცნიერები და სპეციალისტები სხვადასხვა საერთაშორისო კავკასიოლოგიური სასწავლო-სამეცნიერო ცენტრებიდან.

კონგრესის ორგანიზატორი გახლდათ ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ეროვნული მუზეუმი და პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიის პოლიტიკის კვლევათა ინსტიტუტი საერთაშორისო პროექტის “მეცნიერება საზოგადოებისათვის“ ფარგლებში.

კონგრესს ფინასური მხარდაჭერა გაუწია მესტიის მუნიციპალიტეტის მერიამ, ხოლო ღონისძიების პარტნიორი გახლდათ ,,საოჯახო მეღვინეობა მილდიანი"

გააზიარე