კომისიების გაერთიანებული სხდომა
მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დღესაც მიმდინარეობს კომისიების გაერთიანებული სხდომა, რომლის მთავარი თემა კვლავ მუნიციპალიტეტის სივრცითი დაგეგმარებაა.
შეხვედრაზე საკრებულოს წევრები (კომისიები) განიხილავენ წარმოდგენილ დოკუმენტს, ამახვილებენ ყურადღებას არსებული მდგომარეობის შეფასებასა და დაგეგმილი განვითარების პრიორიტეტებზე.
მათ ხაზი გაუსვეს ინფრასტრუქტურულ, სოციალურ და გარემოსდაცვით ასპექტებს, ასევე წარმოადგინეს რეკომენდაციები გეგმის დახვეწისთვის.
საკითხის შემდგომი განხილვა გაგრძელდება საკრებულოს სხდომაზე, სადაც მიიღება შესაბამისი გადაწყვეტილებები.