ცხელი ხაზი:+(995) 595 08 95 30 (მიმდინერეობს საიტის განახლება)

კონკურსი - „სუფთა რეგიონი 2023“

8 თებერვალი, 2024

გაცნობებთ, რომ „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველო“ აცხადებს კონკურსს - „სუფთა რეგიონი 2023“.

საქართველოში კონკურსი „სუფთა რეგიონი“ პირველად ჩატარდა 2015 წელს, პროექტი „დავასუფთაოთ საქართველოს“ ფარგლებში და თავიდან მხოლოდ 4 ნომინაციას მოიცავდა (ყველაზე სუფთა რეგიონი, მუნიციპალიტეტი, ქალაქი/დაბა და სოფელი). შემდგომში საზოგადოების აქტიურობამ გაზარდა ნომინაციების რიცხვი.

კონკურსის შედეგად პრიორიტეტული გახდა ნარჩენების მართვა, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ნარჩენების მართვის კუთხით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, გარემოს მიმართ სწორი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას, სტიქიური ნაგავსაყრელების შემცირებას და მყარი ნარჩენების მართვის თანამედროვე სტანდარტების დამკვიდრებას, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა ევროკავშირის წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს შორის.

საზოგადოების აქტიურობის შედეგად გაიზარდა ნომინაციების რიცხვიც.  კონკურსის მიზანია გამარჯვებულის გამოვლენა ქვეყნის მასშტაბით შემდეგ ნომინაციებში:

  • „სუფთა რეგიონი“
  • „სუფთა მუნიციპალიტეტი“
  • „სუფთა ქალაქი“
  • „სუფთა სოფელი“
  • „სუფთა ქუჩა“
  • „ლამაზი ეზო“
  • „ლამაზი აივანი“
  • ,,ყველაზე სუფთა საწარმოს ეზო“
  • სუფთა ლურჯი ნაკადული.

მესტიის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოსახლეობას მოგიწოდებთ, თუ თქვენ გაქვთ სურვილი აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობის, არ დაიზაროთ და  22 მარტამდე გააგზავნეთ ფოტო და ვიდეო მასალები ელ. ფოსტაზე:

info@greens.ge

nino.chkhobadze@gmail.com

ან სოციალური ქსელის  ფეისბუქ გვერდზე

კონკურსის შეფასების კრიტერიუმები იხილეთ ბმულზე

დავასუფთაოთ საქართველო, დავიცვათ საქართველოს სისუფთავე! რათა სამყარო უკეთესი გახდეს.

 

გააზიარე