კვლევები „ვარდისფერი ოქტომბრის“ კამპანიის ფარგლებში
„ვარდისფერი ოქტომბრის“ კამპანიის ფარგლებში მესტიის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალებისთვის მესტიის ამბულატორიულ გაერთიანებაში და ჭუბერის ადმინისტრაციულ ერთეულში ჩატარდა სარძევე ჯირკვლის კიბოს სკრინინგი და ალერგო-იმუნოლოგიური კვლევები.
კვლევები ჩაატარეს შესაბამისი კვალიფიკაციის სპეციალისტებმა:
ბაია ბეზარიშვილმა, რომელიც გახლავთ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ალერგო-იმუნოლოგი;
მარინე ზურაბაშვილი - ექიმი ონკოლოგი, მამოლოგი-რადიოლოგი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.
ნანა კოკაია - მთავარი ექთანი.
ორი დღის განმავლობაში ალერგოლოგთან და ონკოლოგ მამოლოგთან კონსულტაცია გაიარა 109 მოქალაქემ. ჩატარდა 179 კვლევა.
აღნიშნული კვლევები ჩატარდა ქართული ოცნების ქალთა ორგანიზაციის და ამავე ორგანიზაციის წევრების, მესტიის უნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატების შორენა ცინდელიანისა და მაია ხორგუანის ორგანიზებით. გამოკვლევები ყველა მსურველი ქალბატონისთვის იყო სრულიად უფასო.