ცხელი ხაზი:+(995) 595 08 95 30

ლაშა ჯაფარიძის სახელობის თასი

12 თებერვალი, 2026

19 თებერვალს, ზურულდის მთაზე, მთამსვლელისა და მესტიის მთის გუნდის მაშველის, ლაშა ჯაფარიძის სახელობის თასი ჩატარდება.

შეჯიბრება გიგანტური სლალომის დისციპლინაში შედგება და მასში მონაწილეობა 18+ ასაკის ნებისმიერ მსურველს შეუძლია, პროფესიონალი სპორტსმენების გარდა.

სამოყვარულო შეჯიბრება ლაშა ჯაფარიძის ხსოვნის პატივსაცემად იმართება და მისი მიზანია: სამთო-სათხილამურო სპორტის პოპულარიზაცია, ახალგაზრდებისთვის მოტივაციის შექმნა და ზამთრის ტურიზმის მხარდაჭერა სვანეთში .

ზურულდის სასრიალო არეალი, მესტია

რეგისტრაცია ადგილზე, 10:00-დან 12:00 საათამდე

სტარტი - 12:45სთ.

გააზიარე