მალე მესტიის მუნიციპალიტეტს პირველი საზოგადოებრივი ავტობუსი ეყოლება
იაპონიის საელჩოს ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წლის 6 დეკემბერს ხელი მოეწერა პროექტს, რომელიც მესტიის მუნიციპალიტეტისთვის პირველი საზოგადოებრივი ავტობუსის შეძენას გულისხმობს.
იაპონელი ხალხის მოცემული დაფინანსება შესაძლებელს გახდის დაბა მესტიაში და ლენჯერის ადმინისტრაციულ ერთეულში 2023 წლიდან ამოქმედდეს პირველი საზოგადოებრივი ავტობუსი, რომელიც მოემსახურება ადგილობრივ მოსახლეობას და მესტიის სტუმრებს. იაპონიის საელჩოს გრანტის მოცულობა 72’600 აშშ დოლარია. პროექტს თანადაფინანსებას გაუწევს მესტიის მუნიციპალიტეტის მერია.
საგრანტო ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს იაპონიის ელჩმა საქართველოში - ბატონმა, იმამურა აკირამ და მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა - ბატონმა, კაპიტონ ჟორჟოლიანმა.