ცხელი ხაზი:+(995) 595 08 95 30 (მიმდინერეობს საიტის განახლება)

მდ. ლაჰლაჭალასა და მის შენაკადზე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის სკოპინგის განცხადება

17 მაისი, 2021

მესტიის მუნიციპალიტეტში, შპს „შან ჰიდროს“  მდ.  ლაჰლაჭალასა და მის შენაკადზე 13 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის  (ლაჰლაჭალა ჰესი) მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტზე  2019 წლის სკოპინგის დასკვნის ბრძანებაში  ცვლილებები შევიდა.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 10 მაისის N 2-649 ბრძანების საფუძველზე ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის პირველი მაისის N2-371 ბრძანება.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 10 მაისის N 2-649 ბრძანებას შეგიძლიათ გაეცნოთ  ქვემოთ მოცემულ ბმულზე ⬇️

გააზიარე