ცხელი ხაზი:+(995) 595 08 95 30 (მიმდინერეობს საიტის განახლება)

მდინარე იფარზე 3 მგვტ დადგმული სიმძლავრის ჰესის ექსპლუატაციის პირობების ცვლილების პროექტის სკრინინგის ანგარიში

17 ოქტომბერი, 2023

გაცნობებთ, რომ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში, გზშ-ის პროცედურის ჩატარების საჭიროების დადგენის მიზნით, წარდგენილია შპს „აკვაჰიდროს“ მიერ, მესტიის მუნიციპალიტეტში მდინარე იფარზე 3 მგვტ დადგმული სიმძლავრის ჰესის (3,3 მგვტ-მდე გაზრდის) ექსპლუატაციის პირობების ცვლილების პროექტის სკრინინგის ანგარიში.

სკრინინგის განცხადების შესახებ ინფორმაცია თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად განთავსებულია გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე - www.ei.gov.ge. დოკუმენტაციასთან დაკავშირებული შენიშვნები და მოსაზრებები უნდა წარადგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში 2023 წლის 18 ოქტომბრის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი №150 ან ელ-ფოსტაზე: eia@mepa.gov.ge.

სკრინინგის ანგარიშს შეგიძლიათ გაეცნოთ მესტიის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებ. საიტზე   mestia.gov.ge   

ან მიმართეთ მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ინფორმაციული უზრუნველყოფის განყოფილებას.

 

გააზიარე