მდინარე მესტიაჭალას ნაპირდაცვითი სამუშაოების პროექტის სკრინინგის განცხადება
გაცნობებთ, რომ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში გზშ-ის პროცედურის ჩატარების საჭიროების დადგენის მიზნით მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ წარდგენილია მდინარე მესტიაჭალას ნაპირდაცვითი სამუშაოების პროექტის სკრინინგის განცხადება. სკრინინგის ანგარიშის განცხადების შესახებ ინფორმაცია თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად განთავსებულია გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე - www.ei.gov.ge.
გთხოვთ, დოკუმენტაციასთან დაკავშირებული შენიშვნები და მოსაზრებები წარადგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში 2025 წლის 28 აპრილის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი №150 ან ელფოსტაზე: eia@mepa.gov.ge.
ასევე, გაცნობებთ, რომ სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის თანახმად ვალდებულია, უზრუნველყოს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების/დაინტერესებული საზოგადოების მონაწილეობა და ამ მიზნით შესაბამისი ინფორმაციის ხელმისაწვდომობა.
სკრინინგის ანგარიშის განცხადების შესახებ ინფორმაცია თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად განთავსებულია მესტიის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებ გვერდზე mestia.gov.ge